„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს:
„დიღომსა და საბურთალოზე მიმდინარეობს ქსელიდან გათიშული 16 000 აბონენტის ჩართვა.
სამუშაოები ტარდება ეტაპობრივად და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.
❗ გთხოვთ, არ დატოვოთ გაზზე მომუშავე დანადგარები ღია მდგომარეობაში და დარწმუნდით, რომ გაზის ონკანები დაკეტილია.
თუ იგრძენით გაზის სუნი დაუყოვნებლივ დარეკეთ: ☎️ 114 ; ცხელი ხაზი (032) 2 404004″.
