ჰამასის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა, რომ დაჯგუფება, სავარაუდოდ, უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სამშვიდობო გეგმას ღაზას სექტორისთვის. მისი თქმით „ისრაელის ინტერესებს ემსახურება“ და „პალესტინელი ხალხის ინტერესებს უგულებელყოფს“.
აღნიშნულმა წყარომ აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ჰამასი დათანხმდეს განიარაღებასა და იარაღის ჩაბარებას, რაც ტრამპის გეგმის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
გეგმის მიხედვით, ღაზას სექტორში საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების (ISF) განლაგებაცაა გათვალისწინებული. თუმცა, ჰამასი ასეთ ნაბიჯს „ოკუპაციის ახალ ფორმად“ აფასებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ორშაბათს, თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების დროს, ოფიციალურად მიიღო ტრამპის სამშვიდობო გეგმა.
ჰამასს საბოლოო ოფიციალური პასუხი ამ ეტაპზე ჯერ არ გაუცია.
მოამზადა: თიკო შუშანაშვილი
