მთავარიკულტურანიკოლ კიდმანმა 20 წლიანი ქორწინების შემდეგ კიტ ურბანთან განქორწინება მოითხოვა

ნიკოლ კიდმანმა 20 წლიანი ქორწინების შემდეგ კიტ ურბანთან განქორწინება მოითხოვა

ნიკოლ კიდმანმა კიტ ურბანთან განქორწინების შესახებ სარჩელი შეიტანა, რითაც მათი თითქმის 20-წლიანი ქორწინება დასრულდა.

ოსკარის მფლობელმა მსახიობმა ნიკოლ კიდმანმა ტენესის სასამართლოში სარჩელი სამშაბათს შეიტანა, მიზეზად ქორწინებაში „სერიოზული უთანხმოებები“ დაასახელა.

კიდმანი და ოთხგზის „გრემის“ მფლობელი ქანთრი მომღერალი ქით ურბანი 2006 წლის ივნისში დაქორწინდნენ. წყვილს ორი შვილი ჰყავს – 17 წლის სანდეი როუზი და 14 წლის ფეით მარგარეტი. ოჯახი ძირითადად ნეშვილში ცხოვრობდა.

წყაროს ცნობით, ნიკოლ კიდმანს ქორწინების დასრულება არ სურდა, თუმცა წყვილი ზაფხულიდან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

ინფორმაცია TMZ-მა პირველად გაავრცელა და მოგვიანებით სხვა გამოცემებმაც დაადასტურეს.

 

 

მოამზადა:თიკო შუშანაშვილი

პოპულარული სიახლეები