„ჩიჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ აკადემიის ყოფილი თავდამსხმელი ბილი ვიგარი მატჩის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ გარდაიცვალა.
21 წლის ვიგარი, რომელიც უორთინგში დაიბადა, შაბათს, ისტმიანის ლიგის პრემიერ დივიზიონის ფარგლებში, „ვინგეიტსა და ფინჩლის“ წინააღმდეგ გამართული თამაშის დროს დაშავდა.
როგორც “ჩიჩესტერ სიტი” აცხადებს, ტრავმის შემდეგ ვიგარი ხელოვნურ კომაში იყო და გამოჯანმრთელების შანსების გასაზრდელად ოპერაცია დასჭირდა.
ვიგარი “არსენალის” ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. ჩაატარა 22 შეხვედრა 18-წლამდელთა გუნდში და 5 მატჩი 21-წლამდელთა შემადგენლობაში.
