მთავარიშემთხვევარას ამბობს ექიმი ქალზე, რომელსაც ყოფილმა ქმარმა მჟავა შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

რას ამბობს ექიმი ქალზე, რომელსაც ყოფილმა ქმარმა მჟავა შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი კას­პში, ე.წ. მი­რი­ა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში მოხ­და. მა­მა­კაც­მა ყო­ფილ ცოლს ჯერ და­ნით მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბა, შემ­დეგ სა­ხე­ზე ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­ას­ხა, მერე აა­ლე­ბუ­ლი ბენ­ზი­ნი ეს­რო­ლა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ცე­ცხლწა­კი­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი შვე­ლას ითხოვ­და. მისი დახ­მა­რე­ბა მე­ზო­ბელ­მა სცა­და, მან ცე­ცხლი ჩა­აქ­რო, უმ­ძი­მე­სი დამ­წვრო­ბით და­შა­ვე­ბუ­ლი ქალი სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ თბი­ლის­ში, ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. თა­თია ლო­მი­ნა­ძე ახლა სიკ­ვდილს ებ­რძვის.

როგორც ექიმმა აღნიშნა, პაციენტს სხეულის თითქმის ნახევრის, 40-45%-იანი დამწვრობა აღენიშნება.

„პაციენტის მდგომარეობა არის უმძიმესი. სხეულის თითქმის ნახევარი არის დაზიანებული როგორც თერმული აგენტით, ასევე ქიმიური აგენტით. 40-45% არის დამწვრობა, ამას ემატება თერმოინჰალაციური, ანუ სასუნთქი გზების დაზიანება. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. პროგნოზებზე ლაპარაკი რთულია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ამ მძიმე ტრავმიდან გამოვიდეს. ბასრი საგნით ჭრილობა აქვს გულმკერდის არეში, თუმცა გულმკერდის ღრუში შემავალი არაა“, – აღნიშნა იაშვილმა.

 

პოპულარული სიახლეები