ბრიტანელმა არტისტმა მორისიმ აშშ-ში ორი კონცერტი გააუქმა მას შემდეგ, რაც კანადის ქალაქ ოტავაში, კონცერტამდე სიკვდილით დაემუქრნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
26 წლის ოტაველი მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ მომღერალს ფესტივალზე მკვლელობით დაემუქრა, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მიუხედავად ინციდენტისა, ოტავაში დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მომღერალმა მოგვიანებით უარი თქვა მასაჩუსეტსსა და კონექტიკუტში დაგეგმილ გამოსვლებზე.
Boston-ის MGM Music Hall-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ბოლო დღეებში მორისის სიცოცხლეს „საფრთხე“ ემუქრებოდა, რის გამოც ღონისძიება გაუქმდა.
მოამზადა: თიკო შუშანაშვილი
ფოტო: BBC
