მთავარიმსოფლიონეპალი მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა - მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტს

ნეპალი მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა – მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტს

ნეპალში, ათწლეულების განმავლობაში უმწვავესი არეულობის ფონზე, პრემიერ-მინისტრი კ.პ. შარმა ოლი გადადგა, რაც კორუფციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს მოჰყვა. აღნიშნული პროტესტი განსაკუთრებით გამძაფრდა, მას შემდეგ რაც 19 მომიტინგე დაიღუპა, რამაც საზოგადოების მასობრივი აღშფოთება გამოიწვია.ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამშაბათს, დედაქალაქ კატმანდუში აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში პროტესტის მონაწილეები თავს დაესხნენ სამთავრობო შენობებსა და პოლიტიკური ლიდერების საცხოვრებელ სახლებს.

დემონსტრაციები სოციალური მედიის პლატფორმების აკრძალვამ გამოიწვია თუმცა აკრძალვა მალევე მოიხსნა მაგრამ პროტესტი მასობრივ მოძრაობაში გადაიზარდა.

 

მოამზადა: თიკო შუშანაშვილი

პოპულარული სიახლეები