აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელას სამხედრო ავიაციას მიმართავს მკაცრი გაფრთხილებით. მისი თქმით, თუ ვენესუელის სამხედრო თვითმფრინავები ამერიკულ საზღვაო ხომალდებს გადაუფრენენ და „სახიფათო მდგომარეობაში ჩააგდებენ“, ისინი ჩამოიყრიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, ვენესუელის სამხედრო ავიაციამ სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან ამერიკულ ხომალდთან ზედიზედ ორი დღის განმაწვლობაში ახლო მანძილზე განახორციელა ფრენა. ამის შესახებ BBC-ის ამერიკულმა პარტნიორმა CBS News-მა მიაწოდა ინფორმაცია.
ინციდენტი მოჰყვა აშშ-ის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას, რომელიც ვენესუელიდან „ნარკოტიკების გადამტან გემს“ უკავშირდებოდა. ოპერაციის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ უარყო აშშ-ის ბრალდებები და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ არის ჩართული ნარკოტრაფიკში. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოება „სამხედრო კონფლიქტს“ ვერ გაამართლებს.
მოამზადა: თიკო შუშანაშვილი
ფოტო:BBC
