ცენტრალურ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6800 აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 30 აგვისტოს 10:00 საათიდან და დასრულდება 19:00 საათამდე.
„გაცნობებთ, რომ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 29 აგვისტოს 10:00 სთ-დან 30 აგვისტოს 10:00 სთ-მდე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება:
ოქროყანაში – ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ზონის, 1 მაისის, აკაკი ხორავას, ამაღლების, გელოვანის, დ.გურამიშვილის ქუჩისა და ჩიხების, თბილისის, ბესიკის, ვაჟა-ფშაველას, ექვთიმე თაყაიშვილის, ყაზბეგის, ხერგიანის, ცივწყაროს, აკ. წერეთლის, ჭავჭავაძის, ციურიხის, სატყეოს, მეფუტკრეობის, კოჯრის, ლაღიძის, სანავარდოს, ნ. ბურის ქუჩების, წავკისის ველის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის, სოფ. წავკისისა და ტაბახმელის გზაზე, ასევე ფუნიკულიორის ზემო პლატოზე, პარკის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას.
