ინდოეთის კარნატაკას შტატში პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელმაც განაცხადა, რომ 1995-2014 წლებში ტაძრის ტერიტორიაზე ასობით გაუპატიურებული ქალისა და გოგონას ცხედარი დაასაფლავა.
მისი ჩვენება, სადაც მან კონკრეტული შემთხვევებიც აღწერა და მტკიცებულებად ადამიანის თავის ქალა წარმოადგინა, საზოგადოებაში დიდი სკანდალი და აჟიოტაჟი გამოიწვია. მამაკაცმა ტაძრის ადმინისტრაცია და პერსონალი დაადანაშაულა, თუმცა ტაძრის ხელმძღვანელობამ ბრალდებები „ყალბ და უსაფუძვლოდ“ შეაფასა.
მთავრობამ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი (SIT) შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი ცრუ ჩვენებისთვის დააკავეს, გამოძიებისას რამდენიმე ადგილზე ადამიანის ნეშტიც აღმოაჩინეს, რომლებიც სასამართლო ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.
საქმემ ფართო რეზონანსი გამოიწვია როგორც შტატში, ისე ქვეყნის მასშტაბით. BBC ავრცელებს ამ ინფორმაციას.
მოამზადა: თიკო შუშანაშვილი


