მთავარისამართალიოზურგეთში, ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა

ოზურგეთში, ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა

ოზურგეთში 64 წლის ქმარმა 60 წლის ცოლს სანადირო თოფით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევა სოფელ ქაქუთში  ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, კაცი დაკავებულია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

პოპულარული სიახლეები