ალასკის სამიტის მთავარი დასკვნა: პუტინი უკრაინაში ომის გაყინვას ცდილობს
ალასკაში გამართული სამიტის მთავარი დასკვნის მიხედვით, როგორც BBC ავრცელებს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სურს უკრაინაში ომი გაყინოს იმ ფრონტის ხაზზე, სადაც ახლა დგას, სანაცვლოდ კი დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილის დათმობას ითხოვს.
ამ დროისთვის რუსეთი რეგიონის დაახლოებით 70%-ს აკონტროლებს, მათ შორის — რეგიონის დედაქალაქს. ეს ტერიტორია უკვე ათწლეულზე მეტია კონფლიქტის ცენტრშია, სადაც დონეცკი და მეზობელი ლუგანსკი განსაკუთრებით სისხლიან დაპირისპირებას წარმოადგენდა.
დონეცკის მთლიანად დაპყრობა რუსეთისთვის ნიშნავს მის საერთაშორისო სამართალით არაღიარებულ პრეტენზიებზე დაყრდნობას და მომავალში მძიმე სამხედრო დანაკარგების თავიდან არიდებას.
უკრაინისთვის დასავლეთ დონეცკიდან გასვლა მხოლოდ მიწის დაკარგვას არ ნიშნავს. ეს გახდება ლტოლვილთა ახალი ტალღის გაჩენის მიზეზი და ასევე გაანადგურებს ბასტიონს, რომელიც რუსეთის შესაძლო მომავალ შეტევებს აფერხებდა.
როგორც BBC აღნიშნავს, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დონეცკის რეგიონს როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.
მოამზადა: თიკო შუშანაშვილი
