მთავარიშემთხვევაქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 3 ადამიანი.

ინფორმაციას და ფოტოს აჭარის ტელევიზია ავრცელებს და წერს, რომ ერთმანეთს, გავრცელებული ინფორმაციით, ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

პოპულარული სიახლეები