მთავარიმსოფლიო„კონდორის“ კორფუდან დიუსელდორფში მიმავალ თვითმფრინავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა – პილოტმა ავარიული დაშვება...

„კონდორის“ კორფუდან დიუსელდორფში მიმავალ თვითმფრინავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა – პილოტმა ავარიული დაშვება მოახერხა

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავის მარჯვენა ძრავიდან ცეცხლის ალი ამოდიოდა.

შემთხვევა აფრენიდან მალევე მოხდა. ბორტზე 273 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ძლიერი აფეთქების ხმა, ცეცხლი და ელექტროენერგიის გათიშვა შეამჩნიეს.-„მე უკვე გავაგზავნე გამოსამშვიდობებელი შეტყობინებები, მეგონა, ყველაფერი დამთავრდა,“ – აღნიშნა ერთ-ერთმა მგზავრმა.

საბედნიეროდ, პილოტმა სწრაფად მოახერხა რეაგირება და თვითმფრინავი იტალიის ქალაქ ბრინდიზის აეროპორტში დაჯდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავიაკომპანიის განცხადებით, ინციდენტის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

 

პოპულარული სიახლეები