მთავარისაზოგადოებათბილისის მერია-მტკვრის მარცხენა სანაპიროზე,მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია-მტკვრის მარცხენა სანაპიროზე,მოძრაობა შეიზღუდება

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული საგზაო მონაკვეთის აღდგენის მეორე ეტაპი იწყება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 19 აგვისტოს 20:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა მტკვრის მხარეს, განაპირა საავტომობილო ზოლში შეიზღუდება.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს გიხდით!“ , – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოპულარული სიახლეები