მთავარიმსოფლიოინფლუენსერ წყვილმა ოცნების მოგზაურობა გამოტოვეს – მიზეზად ChatGPT-ს ბრმად მინდობა დაასახელეს

ინფლუენსერ წყვილმა ოცნების მოგზაურობა გამოტოვეს – მიზეზად ChatGPT-ს ბრმად მინდობა დაასახელეს

ინფლუენსერი წყვილის ისტორია ვირუსულად გავრცელდა მას შემდეგ, რაც მათ პუერტო რიკოში გამგზავრების რეისი გამოტოვეს. მათი თქმით, მიზეზი ChatGPT-ს მიერ ვიზასთან დაკავშირებული არასწორი ინფორმაცია გახდა, რამაც ოცნების მოგზაურობა ჩაშალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

წყვილი ამტკიცებს, რომ ხელოვნური ინტელექტის რჩევას ბრმად ენდნენ და ვიზის საკითხის დაზუსტება ოფიციალურ წყაროებში აღარ მოუძებნებიათ. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ მიღებული ინფორმაცია მცდარი იყო და ისინი რეისზე ვერ მოხვდნენ.

სოციალურ ქსელებში ათასობით მომხმარებელმა მათი შემთხვევა გააზიარა. ნაწილი წყვილს დაუდევრობაში ადანაშაულებს, ნაწილი კი ტექნოლოგიაზე ზედმეტი ნდობის რისკებზე საუბრობს.

„ყოველთვის ბევრ ინფორმაციას ვეძებ, მაგრამ ამჯერად ChatGPT-ს ვკითხე და მან მითხრა, რომ არაფერი მჭირდებოდა“, – განაცხადა მერიმ თავის ბლოგში.

პოპულარული სიახლეები