პაკისტანში მუსონური წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 307-ს აღწევს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პაკისტანში და პაკისტანის მიერ მართულ ქაშმირში მუსონური წვიმებისა და მეწყერების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე 307 ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთა უმეტესობა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში, ხაიბერ-პახტუნხვას მთიან რეგიონში დაფიქსირდა, აღნიშნავს კატასტროფების მართვის სამსახური. სტიქიის შედეგად მინიმუმ 74 სახლი დაზიანდა. სამაშველო ოპერაციების დროს ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც მისი ხუთი წევრი დაიღუპა.
სინოპტიკოსების განმარტებით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, სადაც რამდენიმე რაიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა, ძლიერი წვიმები 21 აგვისტომდე იქნება მოსალოდნელი.

