მარსმავალმა Curiosity გეილის კრატერში გადაიღო ქვის ფოტო, რომელიც მარჯანს ჰგავს. NASA-ში განმარტეს, რომ აღმოჩენის ფორმა წყლის პროცესებთან და ეროზიასთან არის დაკავშირებული, რაც პლანეტაზე მილიარდობით წლის წინ მიმდინარეობდა.
კამერამ Mars Hand Lens Imager ქვა აპარატიდან რამდენიმე სანტიმეტრში, მისიის 4608 დღეს დააფიქსირა.NASA-ს ცნობით, ქვის ფორმა სავარაუდოდ წლების განმავლობაში ქარის ზემოქმედების შედეგია, რაც მარსის ზედაპირზე არსებულ უნიკალურ გეოლოგიურ პროცესებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
მეცნიერთა ჯგუფმა უჩვეულო ფორმის ამ ქვას მეტსახელად „პაპოსო“ უწოდა.
მსგავსი ობიექტები წარსულში მარსზეც და დედამიწაზეც არაერთხელ აღმოუჩენიათ. მათი ფორმა ხშირად იწვევს პარეიდოლიას – ეფექტს, რომლის დროსაც ადამიანი შემთხვევით კონტურებში ნაცნობ ფორმებს ხედავს. ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს არ არის ორგანული ნარჩენები, არამედ წყლის მონაწილეობით ფორმირებული მინერალური წარმონაქმნებია.
მეცნიერების თქმით, ახალი აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მარსზე მდინარეები და ტბები არსებობდა.
