მთავარიკულტურატეილორ სვიფტმა პოდკასტის დროს ახალი ალბომი წარადგინა

ტეილორ სვიფტმა პოდკასტის დროს ახალი ალბომი წარადგინა

ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა თავისი ახალი, მე-12 სტუდიური ალბომი The Life of a Showgirl დააანონსა.

ტეილორ სვიფტმა თავისი მე-12 სტუდიური ალბომის, The Life of a Showgirl-ის, გამოშვება დააანონსა, თაყვანისმცემლების მხრიდან 24-საათიანი ინტენსიური სპეკულაციების შემდეგ.

ჭორები ახალი ჩანაწერის შესაძლო გამოსვლის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მომღერლის სოციალურ ქსელებში 12 ფოტო გამოქვეყნდა, წარწერით „ვფიქრობთ იმაზე, რომ ტეილორმა თქვა: შევხვდებით შემდეგ ერაში“. შემდეგ კი სვიფტის ოფიციალურ ვებგვერდზე წამმზომი დაიწყო 00:12 საათამდე, სწორედ ამ დროს გამოაცხადა მომღერლის ბოიფრენდმა, ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავმა ტრევის კელსიმ, რომ ის მისი პოდკასტის სტუმარი იქნება.

​პოდკასტში მისულმა ტეილორმა კი ალბომის გამოსვლა ოფიციალურად დააანონსა და თაყვანისმცემლებს მისი სახელწოდებაც გაუმხილა – The Life of a Showgirl. ჩანაწერის გამოსვლის ოფიციალური თარიღი ამ ეტაპზე არ გამოცხადებულა.

პოპულარული სიახლეები