მთავარიმსოფლიოBBC: ტრამპი და პუტინი პარასკევს ალიასკაზე შეხვდებიან — შესაძლოა უკრაინის რუკის ფუნდამენტური...

BBC: ტრამპი და პუტინი პარასკევს ალიასკაზე შეხვდებიან — შესაძლოა უკრაინის რუკის ფუნდამენტური ცვლილებები განიხილონ

BBC-ის ინფორმაციით, პარასკევს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ალიასკაში სამიტს გამართავენ. გამოცემა წერს, რომ ვრცელდება სპეკულაციები იმის შესახებ, გამოიწვევს თუ არა ეს შეხვედრა უკრაინის რუკის იძულებით და ფუნდამენტურ შეცვლას.

BBC-ის ცნობით, რუსეთს უკრაინის ფართო ტერიტორიებზე პრეტენზია 2014 წლიდან აქვს, როდესაც ვლადიმერ პუტინმა პირველი ნაბიჯი გადადგა და სულ რამდენიმე თვეში მოსკოვმა ყირიმის ნახევარკუნძულის შედარებით უსისხლო ოკუპაცია და ანექსია განახორციელა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში, კერძოდ, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, რუსეთის მხარდაჭერით სეპარატისტული მოძრაობა გაძლიერდა, რამაც რვაწლიანი ომი გამოიწვია.

BC-ის შეფასებით, ეს ისტორიული კონტექსტი კიდევ უფრო აძლიერებს ინტერესს იმის შესახებ, რა შედეგით დასრულდება ტრამპ–პუტინის შეხვედრა და რამდენად შეიძლება მან გავლენა მოახდინოს  უკრაინის მომავლის ფორმირებაზე.

მოამზადა: თიკო შუშანაშვილმა

ფოტო/წყარო: BBC.

პოპულარული სიახლეები