მთავარისპორტიBBC: „ლივერპული“ 18 წლის ჯოვანი ლეონის ტრანსფერზე მუშაობს — შესაძლოა დაცვის ხაზი...

BBC: „ლივერპული“ 18 წლის ჯოვანი ლეონის ტრანსფერზე მუშაობს — შესაძლოა დაცვის ხაზი კიდევ უფრო გაძლიერდეს

BBC-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ „პარმადან“ 18 წლის ცენტრალური მცველის, ჯოვანი ლეონის, ტრანსფერს გეგმავს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 26 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ახალგაზრდა ფეხბურთელი უკვე არნე სლოტის გუნდის მთავარ სამიზნედ ითვლება და სავარაუდოდ, მალე „ენფილდზე“ გადავა.

იტალიის 19-წლამდელთა ნაკრების წევრმა კარიერა „პადოვაში“ დაიწყო, შემდეგ ცოტა ხნით „სამპდორიაში“ ითამაშა და გასულ ზაფხულს „პარმას“ შეუერთდა.

BBC წერს, რომ „ლივერპული“ პარალელურად განაგრძობს მოლაპარაკებებს „კრისტალ პალასთან“ ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველის, მარკ გუეჰის, ტრანსფერზე. როგორც ცნობილია, FA თასის გამარჯვებული „პალასი“ კაპიტნის სანაცვლოდ 40 მილიონ ფუნტს ითხოვს, თუმცა „ლივერპული“ ნაკლები თანხის გადახდას ცდილობს.

„იგლსის“ თავმჯდომარემ, სტივ პერიშმა, ამ კვირის დასაწყისში აღნიშნა, რომ გუეჰი შესაძლოა გაიყიდოს, რათა მომავალ ზაფხულს მისი უფასო აგენტის სტატუსით წასვლა თავიდან აიცილონ.

თუ კლუბები შეთანხმდებიან, გუეჰისთვის გადამწყვეტი ფაქტორი იქნება სათამაშო დროის რაოდენობა მსოფლიო ჩემპიონატის წელს.

BBC-ის ცნობით, „ლივერპულმა“ ამ ზაფხულს უკვე დაახლოებით 270 მილიონი ფუნტი დახარჯა, თუმცა ფეხბურთელების გაყიდვიდან 170 მილიონი ფუნტი დაიბრუნა.

ამასთან, „ნიუკასლმა“ უარყო ალექსანდრ ისაკის სანაცვლოდ მიღებული 110 მილიონი ფუნტის შეთავაზება, თუმცა წყაროები იუწყებიან, რომ შვედი თავდამსხმელი კვლავაც მტკიცედ არის განწყობილი პრემიერ ლიგის ჩემპიონებში გადასვლაზე.

ლეონის, გუეჰისა და ისაკის ტრანსფერების შემთხვევაში „ლივერპულის“ ზაფხულში დახარჯული თანხა 400 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადააჭარბებს.

 

მოამზადა: თიკო შუშანაშვილი

ფოტო: BBC წყარო: BBC

პოპულარული სიახლეები