მთავარიმსოფლიოსკანდალი ვაშინგტონში – მელანია ტრამპის სარჩელი ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ

სკანდალი ვაშინგტონში – მელანია ტრამპის სარჩელი ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, ჰანტერ ბაიდენს სასამართლოში უჩივლა 1 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. BBC-ის ინფორმაციით, სარჩელის მიზეზი გახდა ბაიდენის განცხადება, თითქოს მელანია ტრამპი ქმარს, დონალდ ტრამპს, სექსუალურმა დამნაშავემ ჯეფრი ეპშტეინმა გააცნო

პირველი ლედის ადვოკატებმა ბრალდება „ყალბად, ცილისმწამებლურად და დამამცირებლად“ შეაფასეს და ბაიდენს ინფორმაციის უარყოფა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

„Daily Beast“-მა, რომლის ინფორმაციასაც ბაიდენის განცხადებების ნაწილი ეფუძნებოდა, სტატია უკვე წაშალა და ბოდიში მოიხადა. მტკიცებულება იმისა, რომ მელანია და ტრამპი ერთმანეთს ეპშტეინმა გააცნო, არ არსებობს.

 

მოამზადა: თიკო შუშანაშვილი

ფოტო: BBC წყარო: BBC

პოპულარული სიახლეები