მთავარისაზოგადოებაწვიმა, ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მათივე ცნობით, საფრთხის დონე საშუალოა.

პოპულარული სიახლეები