ღაზას ქალაქი ინტენსიური საჰაერო დარტყმების ქვეშ მოექცა, ინფორმაციას ავრცელებს BCC და ტერიტორიის ჰამასის კონტროლქვეშ მყოფი სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო. ისრაელის ძალები ქალაქის ოკუპაციისთვის ემზადებიან.
პრესსპიკერმა მაჰმუდ ბასალმა განაცხადა, რომ ზეიტუნისა და საბრას საცხოვრებელი რაიონები სამი დღის განმავლობაში იბომბებოდა, რამაც მშვიდობიანი მოსახლეობის სახლების მასიური განადგურება გამოიწვია, ხოლო ადამიანებს დაღუპულებისა და დაშავებულების გამოსაყვანად შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
ამავე დროს დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, ავსტრალიამ, კანადამ და იაპონიამ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნა, რომ „შიმშილი ჩვენს თვალწინ ვითარდება“ და მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას „შიმშილის შეჩერებისკენ“. მათი მოთხოვნა იყო „დაუყოვნებელი, მუდმივი და კონკრეტული ნაბიჯების“ გადადგმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების წვდომის გასაადვილებლად.
ისრაელი უარყოფს, რომ ღაზაში შიმშილია.
ავტორი: თიკო შუშანაშვილი
