პიცენტრი ჩრდ/დასავლეთის პროვინცია ბალიკესირის ქალაქ სინდირდში დაფიქსირდა. დაინგრა ათობით შენობა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სტაბოლშიც.
სინდირდის მერის, სერკან საკმას ინფორმაციით, ჩამონგრეული შენობიდან მაშველებმა 4 ადამიანი უკვე ამოიყვანეს, ორს კიდევ ეძებენ. ნანგრევებიდან ამოყვანილი მოქალაქეები კლინიკაში გადაიყვანეს. ახლომდებარე სოფელ გოლჯუკში დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, ჩამოინგრა ერთ-ერთი მეჩეთის მინარეთიც.
“ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი სახის კატასტროფისგან” – წერს X-ზე თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
