მთავარიმსოფლიოკალიფორნიაში სწრაფად გავრცელებული ხანძრის გამო ათასობით მოსახლე ევაკუირებულია

კალიფორნიაში სწრაფად გავრცელებული ხანძრის გამო ათასობით მოსახლე ევაკუირებულია

BBC-ის ინფორმაციით, ლოს-ანჯელესის ჩრდილო-დასავლეთით სწრაფად მზარდმა ხანძარმა ათასობით მაცხოვრებლის სავალდებულო ევაკუაცია გამოიწვია, რადგან უკიდურესი სიცხე და მშრალი პირობები მის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.

კანიონის ხანძარი,  ხუთშაბათს შუადღისას გაჩნდა ვენტურასა და ლოს-ანჯელესის ოლქების საზღვარზე. პარასკევის დილის მონაცემებით, მისი ფართობი 30 ჰექტარიდან თითქმის 5000 ჰექტრამდე გაიზარდა.

ვენტურას ოლქის სახანძრო სამსახურის განცხადებით, 2700-ზე მეტ მოსახლეს სავალდებულო ევაკუაცია დაეკისრა, ხოლო კიდევ 14 000 ადამიანს ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება მიეცა. ოფიციალური პირების თქმით, პარასკევის მონაცემებით, ხანძარი კონტროლიდან გამოსულია და მისი ლოკალიზაცია არ ხორციელდება. ექსტრემალური სიცხე და მშრალი კლიმატი ართულებს ხანძრის ჩაქრობის პროცესს.

მოამზადა:თიკო შუშანაშვილი

პოპულარული სიახლეები