ბერძენმა ქალმა გადაწყვიტა განქორწინება მამაკაცთან, რომელთანაც 12 წელი იყო დაქორწინებული, მას შემდეგ, რაც ChatGPT-მ უთხრა, რომ მას რომანი ჰქონდა სხვა ქალთან. ChatGPT-მ ეს ინფორმაცია ყავის ფინჯანში ნალექის „წაკითხვით“ ამოიკითხა.
საინტერესო, მაგრამ ერთდროულად შემაშფოთებელი ამბავი გავრცელდა ბერძნულ მედიაში – თანამედროვე ტექნოლოგიამ, ხელოვნურმა ინტელექტმა, ოჯახი დაანგრია. კერძოდ, ბერძენმა ქალმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა მეუღლე, რომელთანაც 12-წლიანი ქორწინება აკავშირებდა, მას შემდეგ, რაც ChatGPT-მა მიაწოდა ინფორმაცია, რომ მის ქმარს რომანი ჰქონდა სხვა ქალთან.
საუბარია იმაზე, რომ წყვილმა, თითქოს უწყინარი გართობის მიზნით, გადაწყვიტა ეთამაშა ე.წ. „ტასეოგრაფია“ – ყავის ნალექის წაკითხვა. ცნობისთვის, ეს ძველი ტრადიცია დღემდე პოპულარულია ბალკანურ და აღმოსავლურ კულტურაში. ამ შემთხვევაში კი, ისინი ყავის ნალექის ამოსაკითხად, ხელოვნურ ინტელექტს – ChatGPT-ს მიმართეს.
ქმარმა საკუთარ მობილურში გადაიღო ორივე ფინჯნის ფოტოები და ატვირთა ჩატბოტში, რომლისთვისაც დასმული იყო ნახევრად ხუმრობით შეკითხვა – „რა გველის მომავალში?“ თუმცა, ის, რაც ბოტმა „დაინახა“, სულაც არ აღმოჩნდა სასაცილო. ChatGPT-ის პასუხი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა – სისტემამ დაასკვნა, რომ მამაკაცი თავის ცოლს ღალატობდა.
ქალი, როგორც ჩანს, გაოგნებული დარჩა და მოსთხოვა განქორწინება ქმარს ახსნა-განმარტება აღარ მოუთხოვია. ქმარი კი ამტკიცებს, რომ ყველაფერი სიცრუეა და არასდროს უღალატია ცოლისთვის. აღნიშნული კაცი რამდენიმე დღის წინ ბერძნულ ტელეგადაცემაში „To Proino“ გამოჩნდა და თავისი ტრაგიკომიკური ისტორია მაყურებელს გაუზიარა.
