მთავარიშემთხვევახაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.

როგორც ადგილობრივებმა “მოზაიკას” უთხრეს, მამაკაცი გზის ნაპირზე მიდიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. გარდაცვლილი სოფელ გომის მცხოვრები იყო.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

პოპულარული სიახლეები