მთავარიმსოფლიოამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი სამსახურიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც...

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, აღმასრულებელი დირექტორი ენდი ბაირონი სამსახურიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც Coldplay-ის კონცერტზე რომანტიკულ სკანდალში გაეხვა

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ აღმასრულებელი დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც Coldplay-ის კონცერტზე დიდ ეკრანზე გადაღებული რომანტიკული ჩახუტება, რომელშიც, სავარაუდოდ, კომპანიის ორი თანამშრომელი მონაწილეობდა, ვირუსულად გავრცელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მასაჩუსეტსის შტატის ფოქსბოროში, ჟილეტის სტადიონზე გამართულ Coldplay-ის კონცერტზე, ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი გიგანტურ ეკრანზე ნაჩვენებმა სცენამ შექმნა. ეკრანზე ორი ადამიანი ერთმანეთს ეხუტებოდა, თუმცა კამერის ფოკუსში მოხვედრისთანავე სახეების დაფარვა სცადეს.

დამაინტრიგებელმა ქცევამ არა მხოლოდ მაყურებელთა ყურადღება მიიქცია, არამედ სცენაზე მყოფი ჯგუფის წამყვანი ვოკალისტის, კრის მარტინისაც. მომხდარზე ხუმრობით კომენტარი გააკეთა: „ან რომანი აქვთ, ან უბრალოდ ძალიან მორცხვები არიან“, — თქვა მუსიკოსმა, რასაც მსმენელთა მხიარული რეაქცია მოჰყვა.

პოპულარული სიახლეები