ისრაელის თავდაცვითი ძალების მიერ ღაზის სექტორში განხორციელებული დილის დარტყმის შედეგად მოკლულია ჰამასის ყოფილი პატიმართა და იუსტიციის საქმეთა მინისტრი მუჰამად ფარაჯ ალ-აული — იუწყება N12LIVE.
67 წლის ალ-გული ღაზას სექტორში დიდი ხნის მოღვაწე პოლიტიკური და იურიდიული ფიგურა იყო და პალესტინის საკანონმდებლო საბჭოში (PLC) რამდენიმე გავლენიანი თანამდებობა ეკავა. ადრე ის PLC-ის საკანონმდებლო კომიტეტის თავმჯდომარე იყო და ღაზაში დაფუძნებულ იურიდიულ ორგანიზაციას, „უფლებებისა და კანონის პალატას“, ხელმძღვანელობდა. ის ასევე პალესტინელი იურისტების კავშირის მდივანი იყო.
