მთავარიშემთხვევაგონიო - ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი...

გონიო – ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ფოტოები: ხვიჩა ასამბაძე

პოპულარული სიახლეები