ტრაგედია დატრიალდა ქუთაისში, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა.
როგორ ცნობილი ხდება, ერთ-ერთი გარდაცვლილი შაკო აფრიდონიძეა. მომხდარის შესახებ თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ.
„შენთან სიკვდილს რა უნდოდა, შაკო, როგორ მეგონა, რომ თამუნაზე წერდა ანი ისევ რამეს. როგორ შეიძლება ეს დავიჯერო. თბილო და პოზიტიურო ბიჭო, შენს ანგელოზ დედიკოსთან გაფრინდი“.
„ბედნიერი მისი დედა, რომ იქ დახვდება და აქ არ რჩება“ – წერენ სოცქსელში.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
