საგარეჯოში, ავტობანზე მომხდარი ავარიის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა შემოვლით გზაზე ერთმანეთს 2 მიკროავტობუსი შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ტრანსპორტში მყოფმა პირებმა სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანებები მიიღეს.დაშავებულები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უახლოეს კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ექსპერტ- კრიმინალისტებმა ჩაატარეს.შსს- ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
