მთავარიმსოფლიოპალმა დე მაიორკას აეროპორტში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა

პალმა დე მაიორკას აეროპორტში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა

პალმის აეროპორტში, პარასკევს ღამით, მანჩესტერის მიმართულებით გაფრენისთვის მზადებისას, „რაიანერის“ თვითმფრინავში გაჩენილმა მცირე ხანძარმა ბორტზე მყოფ მგზავრებს შორის პანიკა გამოიწვია. საგანგებო სამსახურებმა 18 ადამიანს პირველადი დახმარება გაუწიეს, თუმცა მათგან მხოლოდ ექვსის გადაყვანა გახდა საჭირო ორ სხვადასხვა საავადმყოფოში. დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

კაპიტანი აცხადებდა, რომ ცეცხლი ძრავს წაეკიდა. შემთხვევის დროს, რამდენიმე მგზავრმა თვითმფრინავიდან გადახტომა სცადა. მიუხედავად ამისა, სამაშველო ჯგუფებმა მათი ორგანიზებულად ევაკუირება მოახერხეს. ხანძრის დროულად ჩაქრობა მეხანძრეებმა შეძლეს, თუმცა ინციდენტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

 

პოპულარული სიახლეები