მთავარიშემთხვევარუსთავში ავტომობილი აფთიაქის შენობაში შევარდა, დაშავდა ერთი ადამიანი

რუსთავში ავტომობილი აფთიაქის შენობაში შევარდა, დაშავდა ერთი ადამიანი

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის ამსახველ ვიდეო-კადრებს ადგილობრივი საინფორმაციაო სააგენტო „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ერთ-ერთ ფილიალში შევარდა.

არსებული ცნობებით, ავტომობილი თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ტროტუარზე იმყოფებოდა.

დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა და ამ წუთებში, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

პოპულარული სიახლეები