ისანში მომხდარ მკვლელობაში 37 წლის ბიზნესმენი ლევან ჩხაიძეა ბრალდებული.
ის კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
მოკლულ მიხეილ მაძღარაშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ისნის რაიონში მეზობელმა მეზობელმა მოკლა. სასტიკ ანგარიშსწორებას წინ მეზობლებს შორის შელაპარაკება უძღოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცებს შორის ჩხუბი პარკინგის გამო დაიწყო და ტრაგიკულად დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
