იუსტიციის უმაღლესი საბჭო „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტოგადაღების, კინო, ვიდეოჩანაწერისა და ტრანსლაციის უკანონოდ განხორციელების პრევენციის შესახებ“ დადგენილების პროექტს აქვეყნებს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დაევალოთ საქართველოს საერთო სასამართლოების მანდატურთა სამსახურებს – უზრუნველყონ აღნიშნული კანონის მე-131 მუხლის მე-2 პუნქტით დაწესებული აკრძალვების (სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციისა და აუდიოჩაწერის აკრძალვა) სათანადო აღსრულება“, – აღნიშნულია დადგენილების პროექტში.
