თბილისში რიგით მესამე წელია იმართება ღონისძიება „მთის საჩუქარი ბარს“, რომლის ინიციატორია პოეტი გელა დაიაური.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში დაიაური მადლობას უხდის სპონსორებს მხარდაჭერისთვის, თუმცა პარალელურად ყურადღებას ამახვილებს იმ ინციდენტზე, რომელიც გუშინდელ საღამოზე მოხდა და რომელმაც ღონისძიების ატმოსფეროს ჩრდილი მიაყენა.
იმედია, წაიკითხავენ ან გადასცემენ ახლობლები.
ხევსურ კაცს სიმთვრალე რომ შესტყობოდა, სირცხვილი იყო, სირცხვილი იყო აცეტება და წარაუგონთ საუბარი… მოვდივართ ბარში და რას ვაჩვენებთ ბარელებს? ვღრეობთ გალეშვამდე და მერე ვჩხუბობთ…. სად ისწავლეთ, ვინ დაგარიგათ, რომ ასე უნდა მოიქცეთ.
ამ ხმაურის და ინციდენტის გამო, შეიძლება, მომავალ წელს უარი გვითხრას მერიამ და ეს საღამო აღარასდროს ჩატარდეს…
მაპატიოს, იმ ნორმალურმა ნაწილმა, ვინც მოდის, ბოლომდე გულისყურით უსმენს მონაწილეებს და მაქსიმალურად ყურადღებით არიან საღამოს განმავლობაში… მათ დიდი მადლობა…
კიდევ ერთხელ ვიმეორებ,-მთის კაცი სიმთვრალეს არ დაიტყობდა, სირცხვილი იყო… მთის კაცი არ ცანცარებდა, უპატიურ სიტყვას არ იტყოდა და პირუტყვივით არ ღრიალებდა…
თუ ჩატარდა ეს საღამო კიდევ, ასეთ ადამიანებს ვთხოვ, ნუ მოვლენ ამ საღამოზე… არ გიცნობთ , არ მიცნობთ!!!
მაპატიეთ, მაგრამ რომ არ მეთქვა, გული გამისკდებოდა… წუხანდელს აქეთ ვერ დავწყნარდი…
P.S სირცხვილია..“,- წერს გელა დაიაური.
