მთავარიმსოფლიოსან-ანტონიოში წყალდიდობას 11 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კვლავ დაკარგულად ითვლება

სან-ანტონიოში წყალდიდობას 11 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კვლავ დაკარგულად ითვლება

აშშ-ში, ტეხასის შტატში, მოულოდნელი წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი კვლავ დაკარგულად ითვლება.  ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მომხდარმა ძლიერმა შტორმებმა მანქანები გზიდან გადააგდო, რის შედეგადაც ზოგიერთი ავტომობილი მდინარეში ჩავარდა.

სან-ანტონიოს სახანძრო სამსახურის განცხადებით, მაშველები წყალდიდობის შედეგად დაკარგულ სულ მცირე ოთხ პირს ეძებენ.

ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს, ხოლო საძიებო-სამაშველო სამუშაოები რამდენიმე დღეს გასტანს.

პოპულარული სიახლეები