კორნუოლის სანაპიროსთან ნაპირზე მიტოვებული იახტის პოვნის შემდეგად დაწყებულია სამძებრო სამუშაოები.ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, სანაპირო დაცვამ გამორიყული იახტის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით 20:15-ზე, მიიღო.
ადგილზე სამაშველო ჯგუფი, ვერტმფრენი და თვითმფრინავი გაგზავნეს. ასევე, ადგილზე დევონისა და კორნუოლის პოლიციის სამაშველო ნავები იმყოფებოდა.
სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ეკიპაჟებმა გემზე ვერავინ იპოვეს. სამძებრო ოპერაცია შაბათსაც გაგრძელდა,Coastguard-ის ცნობით, საძიებო სამუშაოები ძირითადად ზღვაში მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, ადგილზე ბრიტანეთის სამხედრო ძალების მესაზღვრე ოფიცრებიც გამოიძახეს. დაწყებულია გამოძიება.
