შსს განცხადებას ავრცელებს:
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჭავჭავაძის გამზირსა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს შეკრება/მანიფესტაცია, რომლის ფარგლებშიც დაკავებულია ტრანსპორტის სავალი ნაწილი.
აქციის მონაწილეთა მიერ, საავტომობილო გზის ხელოვნურად ბლოკირების მიზნით, ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებულია სხვადასხვა ტიპის კონსტრუქცია.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.
