მთავარიპოლიტიკაშსს-მ, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შსს-მ, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის ფაქტზე, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

ამის შესახებ უწყებაში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს.

მანამდე, “ლელო – ძლიერმა საქართველომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ.

“დღეს “ლელო – ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე, საცხოვრებელ სახლთან თავდასხმა მოხდა.

გეგელიას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. შემთხვევის ადგილზე შსს თანამშრომლები მუშაობენ.

“ლელო-ძლიერი საქართველო” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს.

პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება “ქართულ ოცნებას” – როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას,”- აღნიშნულია “ლელო – ძლიერი საქართველოს” განცხადებაში.

პოპულარული სიახლეები