მთავარიმსოფლიომაკრონი, მერცი და სტარმერი კიევში ჩავიდნენ - კიევშია პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკიც

მაკრონი, მერცი და სტარმერი კიევში ჩავიდნენ – კიევშია პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკიც

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები კიევში ჩავიდნენ უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრა დღეს გაიმართება. ზელენსკიმ დასძინა, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროპის უსაფრთხოებისთვის.

პოპულარული სიახლეები