იტალიაში, ქართველ ემიგრანტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ინფორმაციას ამის შესახებ AprioriTV-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინციდენტი ბარში მოხდა, როდესაც ქართველ ემიგრანტს უცნობი ქალი ზურგიდან თავს დაესხა. ირკვევა, რომ თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
ქართველი ემიგრანტის თქმით, ამ ინციდენტის შემდეგ სერიოზული ემოციური შოკი განიცადა, რადგან ის სრულიად მარტო და დაუცველი აღმოჩნდა უცხო ქვეყანაში.