19 წლის გოგონა, რომელსაც მდინარე რიონში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „Newsplus.ge“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები დილიდან ჩაერთნენ. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფი.
გოგონას ძებნა გუშინ ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და შემდეგ ახლომდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.