8 წლის ნაცემი ბიჭი დედას და ბებიას საღორეში ჰყავდათ ჩაკეტილი.
შემთხვევა სამეგრელოში მოხდა.
ბავშვს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.