ტრაგედია ფოლადაანთკარში – მამა და მისი ორი შვილი – მცირეწლოვანი ბიჭები ტბაში დაიხრჩვნენ.
სათევზაოდ წასულ მამასა და შვილებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით, ცხედრებს პოლიციამ გუშინ მიაკვლია. ისინი კახეთიდან, სოფელი ქვემო ხოდაშენიდან არიან.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადე, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო:”რუსთავი 2”