უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთში მოღვაწე ბალეტის ცნობილი ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა – ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ცისკარიძესთან ერთად სანქციები რუსეთის კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე 20 ადამიანს შეეხო. მათ უკრაინაში ჩასვლა 10 წლით აეკრძალათ.
ზელენსკის ბრძანებულების თანახმად – დასანქცირებულ ადამიანებს უკრაინის ტერიტორიაზე არსებული აქტივებს ბლოკირება,
ლიცენზიების გაუქმება,
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის გადაცემა,
სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტა შეეხებათ და მათ აგრეთვე უკრაინის სახელმწიფო ჯილდოები ჩამოერთმევათ.