მთავარიკულტურავინ გახდა „მის და მისტერ აჭარა 2025“ - კონკურსის დეტალები

ვინ გახდა „მის და მისტერ აჭარა 2025“ – კონკურსის დეტალები

ბათუმში, სასტუმრო „მერიდიანში“ „მის და მისტერ აჭარა 2025“-ის გრანდიოზული დაჯილდოების ცერომინია გაიმართა.

საუკეთესო კონკურსანტები პროფესიონალმა ჟიურიმ შეარჩია, რომელთა ვინაობაც ფინალზე გახდა ცნობილი.

მონაწილეთა კატეგორია კი ასე გამოიყურება:

„მის აჭარა 2025“ ლინდა მაჭახაძე

„პატარა მის აჭარა საქართველო“ – ადრიანა დევაძე.

„მისტერ აჭარა 2025“ – ლუკა ძიბზივაზე

„მის ბათუმი“ – სოფო დავითაძე

„მის ბათუმი 1“- კატეგორია – ელენე მოქელაძე

„ვიცე მის აჭარა“ – თამარ ხოჯანაშვილი

როგორც კონკურსის რეატიულმა დირექტორმა გიორგი მასხულიამ აღნიშნა, მონაწილეთა ნაკადით კმაყოფილია და ახლა ემზადებიან საერთაშორისო ფესტივალისთვის.

„ვემზადებით საერთაშორისო ფესტივალებისთვის ივლისის თვეში, რომელიც დაგეგმილია ბულგარეთსა და კაბადოკიაში. პარალელურად მუშაობა მაქვს დაწყებული მორიგ ახალ პროექტზე „მის ვარსკვლავი საქართველო 2025“, რის შესახებაც ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ. ეს იქნება ისევე როგორც ჩემი სხვა კონკურსები, გრანდიოზული და ბევრი სიურპიზებით აღსავსე“, – განაცხადა გიორგი მასხულიამ.

მისივე თქმით, პროექტის მენეჯერი გახლავთ ვახო ყადიძე, ხოლო გენერალური დირექტოი ლანდა მასხულია.

„ექსკლუზიურად კონკურსანტების ჩაცმულობაზე ატელიე „სამი და“ ზრუნავს, დიზაინერი სოფია ზანთარაძე გახლავთ. ბედნიერი ვარ რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული და ექსკლუზიური დაპატენტებული კონკურსების წარმადგენლები ჩვენ გახლავართ“, – თქვა მასხულიამ.

პოპულარული სიახლეები