საქართველოს შემთხვევას ცალკე ნუ განვიხილავთ, ევროპა შეშინებულია მიგრაციის გარკვეული ზრდით, – ამის შესახებ ოცნების ერთ-ერთმა სახემ გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოს არ დაუმსახურებია. ვოლსკი ევროპას მთავარი ევროპული სტანდარტის, ხდამართლიანობის სტანდარტის „გადახაზვაში“ ადანაშაულებს.
„ევროპა უკვე საერთოდ გადახაზავს, ყველა პრინციპს გადაუვლის, ეს საქარტველოს არ ეხება მხოლოდ 61 ქვეყანაა, თუ 70-მდე ქვეყანა, რომელსაც უვიზო მიმოსვლა აქვს ევროპასთან. ევროპა შეშინებულია მიგრაციის გარკვეული ზრდით, სერიოზული ტალღა მიგრაციისა მიაწვა ევროპას, ეს, მათ შორის მესამე ქვეყნებიდანაც ხდება.
საქართველოს შემთხვევას ცალკე ნუ განვიხილავთ, არის ბალკანეთის ქვეყნები, სხვა ქვეყნები, რომელზეც ევროკავშირს სურს, იმედი აქვს, გეგმა აქვს დაამყაროს სრული კონტროლი, მარიონეტული რეჟიმი ჭირდება საქართველოში. აქედან გამომდინარე, ევროპული სტანდარი, ის მთავარი სტანდარტი, – იყოს სამართლიანი ნამდვილად იქნება გადახაზული“, – განაცხადა ვოლსკიმ